SOS! მავთულხლართების გარეშე ვკარგავთ ტერიტორიას, საქართველო – სომხეთის საზღვარზე უნდა ჩავიდეთ!“

1news.ge-ზე გამოქვეყნებულ მასალას „ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი და არპის ტყე-პარკი სომხეთის საზღვრებში სექტემბრიდან მოექცევა“

იხ. ლინკი

http://1news.ge/?id=11631

„ერეკლე მეორეს საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე ესმიანება:

-„სად არიან ნაცები, რატომ ამაზე არ იღებენ ხმას, სად არის უდუმაშვილი? აგერ მავთულხლართების გარეშე ვკარგავთ ჩვენს ტერიტორიას. ახლა უნდა დავირაზმოთ ყველა და  „პლეხანოვზე“ კი არ უნდა გავისეირნ-გამოვისეირნოთ, არამედ უნდა ჩავიდეთ საქართველო – სომხეთის საზღვარზე და ჩვენი ხელით გავავლოთ მავთულხლართები ისე, რომ ეკლესიაც და ტყე-პარკიც ჩვენს ტერიტორიაზე დარჩეს.

P.S.ასევე, მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას: არ დათმოთ არც ერთი გოჯი ქართული მიწა, თორემ დამიჯერეთ, სერგო ორჯონიკიძეზე უფრო შავი ასოებით ჩაიწერება თქვენი სახელები საქართველოს მემატიანის ფურცლებზე!