ჰაერში ტყვიის შემცველობა შემცირებულია

გარემოს ეროვნული სააგენტო

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით.

სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს 4 ქალაქში აწარმოებს – თბილისში (2008 წლიდან), რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში (2014 წლიდან).

ჩატარებული კვლევების თანახმად, 2016 წლის საშუალო მონაცემების მიხედვით 2015 წელთან შედარებით ჰაერში ტყვიის შემცველობა ქ. თბილისში შემცირებულია 5-ჯერ, ქალაქ ბათუმში დაახლოებით 3-ჯერ, რუსთავში – 2-ჯერ, ხოლო ქუთაისში კი უმნიშვნელოდ. აღსანიშნავია, რომ ტყვიის შემცველობის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია გრძელდება 2017 წლის განმავლობაშიც.(5 თვის მონაცემის მიხედვით)

დასახლებული ადგილების ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია შეადგენს 0,0003 მგ/მ³-ში. (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №297/ნ, 2001 წლის 16 აგვისტო, ქ. თბილისი, გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ).