“პუტინის მონის მონებო, ”შნირებო” პარლამენტთან დაძაბული ვითარებაა

მარიამ ახალკაცი

აქციის მონაწილეების შეკრების კიდევ ერთი ადგილი ჭიჭინაძის ქუჩაა, სადაც ვითარება უკვე რამდენჯერმე დაიძაბა. ჭიჭინაძის ქუჩიდან შევიდა საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარე. აქციის მონაწილეებმა, არჩილ თალაკვაძე პარლამეტში შეაცილეს შეძახილებით – “მონა”.

საკანონმდებლო ორგანოში, ჭიჭინაძის ქუჩიდან უმრავლესობის დეპუტატები მანქანებით შედიან. აქციის მონაწილეები დეპუტატებს შეძახილებით – “პუტინის მონის მონებო”,”შნირებო” აცილებენ.

ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთი დეპუტატის მანქანის კარის გახსნა სცადა “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიროგი ვაშაძემ, რის გამოც, სამართალდამცველებსა და ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.