დასრულდეს გათითოკაცება, ოკუპაციის საკითხში მაინც ვიყოთ ერთიანნი!

ოთარ ფანცულაია

“დევნილთა პოლიტიკური თანამშრომლობის ცენტრის” დამფუძნებელი

-ბოლო ხანებში მოდად იქცა საოკუპაციო ხაზთან 10-15 კაციანი ჯგუფების პოზიორობა. მე ვიცნობ ოჯახებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზიდან 200 მეტრში ცხოვრობენ და მათთვის ეს ყოველდღიური რეალობაა.

რუსული ოკუპაცია არ დაწყებულა 2008-ში, მხოლოდ გართულდა აგვისტოს ომის შემდეგ. დაიწყო ის დიდი ხნით ადრე, დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, როცა რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენი დასჯა თავისუფლებისთვის.
აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 60-მდე ახალი რუსული ბაზა აშენდა, ან ამჟამად შენდება.

ამას რეაგირება სჭირდება. თუკი საზოგადოებას, მოსახლეობას, აქვს პროტესტი, ეს უნდა იყოს საერთო სახალხო პროტესტი. თუ სახელმწიფოს აქვს პოზიცია, ეს უნდა იყოს მმართველი ძალის და ოპოზიციური სპექტრის საერთო, კოორდინირებული პოზიცია!

დასრულდეს გათითოკაცება, ამ საკითხში მაინც ვიყოთ ერთიანნი!