დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა

ხმაურია ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე. სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულმა მოვაჭრემ ვენები გადაიჭრა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადჰყავს.

თვითმხილველების თქმით, მოვაჭრეს დილით გაჩენილი ხანძრის შედეგად ყველაფერი დაეწვა. მან აღნიშნულ ზომას, სავარაუდოდ, სწორედ ამის გამო მიმართა.