შეხვედრები თბილისის მერობის საერთო კანდიდატის წარსადგენად

“პატრიოტთა ალიანსმა” და “თავისუფალმა საქართველომ” შეხვედრა გამართეს.

შესაძლოა, “პატრიოტთა ალიანსმა” სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად თბილისის მერობის საერთო კანდიდატი წარადგინოს.

“ჩვენ გვყავს თბილისის მერობის რამდენიმე კანდიდატი, მაგრამ მზად ვართ, გავითვალისწინოთ ის წინადადებები, ინიციატივები, რასაც გვთავაზობენ ოპოზიციური პარტიები. მაგალითად, ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ იმაზე, გვეყოლება თუ არა საერთო კანდიდატი. შესაძლოა, იყოს ჩვენი წარმომადგენელი, შესაძლოა, იყოს ნეიტრალური კანდიდატი, შესაძლოა, იყოს სხვა პარტიის წარმომადგენელი”, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი

კახა კუკავას თქმით კი, თბილისის მერობის კანდიდატზე კონსულტაციები ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გაიმართება.

– “თუ მოვახერხებთ, გვინდა, წარვადგინოთ კანდიდატი, რომელიც თბილისის პრობლემებს მოაგვარებს”.