“აბსოლუტური თავისუფლებაა ნებისმიერი პარტიისთვის, არ არის არანაირი ზეწოლა…”

საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ დღეს აბსოლუტური თავისუფლებაა ნებისმიერი პარტიისთვის და წინასაარჩევნო გარემოც განსხვავებულია.

-„დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აბსოლუტურად განსხვავებული წინასაარჩევნო კამპანია გვაქვს. აბსოლუტური თავისუფლებაა ნებისმიერი პარტიისთვის, არ არის არანაირი ზეწოლა და ტელევიზიიდანაც მოგეხსენებათ, საკმაოდ ბევრი კრიტიკა ისმის მთავრობის მიმართ. ეს არა იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ცუდები ვართ, ვიდრე ადრე იყო. მოგეხსენებათ, როგორც იყო, ყველა სატელევიზიო კომპანია ერთი და იგივე ტექსტით გადასცემდა ახალ ამბებს. დღეს რეალობა სხვა არის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი რამ კიდევ დარჩა გასაკეთებელი მომავალი ოთხი წლის განმავლობაში და ეს არის უპირველესად ის, რომ ყველა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა“-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარის დატოვება