სვეტიცხოვლის მადლი გფარავდეთ! – გილოცავთ!

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება.

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. საპატრიარქოს ინფორმაციით, მცხეთაში გასამგზავრებლად მსურველებისთვის ავტობუსები საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან  08:30 საათზე გავიდნენ.

სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ლიტურგიას სწორედ მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვა 10 საათზე დაიწყო.

სვეტიცხოვლობა, ანუ კრება წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა ათორმეტთა მოციქულთა, უძველესი დღესასწაულია.