“აურზაურის მომწყობები ადგილზე უნდა დაიხვრიტონ!..”

გერმანელმა მემარჯვენე პოლიტიკოსმა, კრისტელ ვაისიგმა G20-ის სამიტის დროს აურზაურის მომწყობთა დახვრეტა მოითხოვა. ამის შესახებ The Local იტყობინება.

“აურზაურის მომწყობები ადგილზე უნდა დაიხვრიტონ. რატომ არ ვიძლევით ჩვენ ამის უფლებას?“ – დაწერა 71 წლის დეპუტატმა. მან უარი თქვა მედიასთან კომენტარზე და ის თავის პრესმდივანთან, ჰენიგ ჰოფგარდთან გადაამისამართა.

“მას უნდოდა, ხალხს დაენახა, რამდენად დაუცველია სახელმწიფო ასეთი არაადამიანური ძალადობისგან“ – განმარტა ჰოფგარდმა.

სამიტის დროს უსაფრთხოებას 20 ათასი სამართალდამცველი იცავდა. მათგან 476-მა დაზიანება მიიღო.

წყარო: https://www.thelocal.de/20170714/outcry-after-afd-politician-suggests-shooting-g20-looters-hamburg-riots