„საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას ვიწყებთ-ძალა ერთობაშია!“

დავით ქაცარავა

საქართველოს ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი

-„მე ვიწყებ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას. შევქმნი ჯგუფს, რომელიც არ იქნება პარტიული ინტერესებით დატვირთული. ძალა ერთობაშია და ეს ძალა უნდა ვიპოვოთ საკუთარ თავში, რათა გავერთიანდეთ რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ.

ამიერიდან ჩვენ ვიწყებთ სამოქალაქო პატრულირებას. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი მოქალაქეები. ვიწყებთ პატრულირებას და მაქსიმალურ ხმაურს, მესიებს ავგზავნით დასავლეთში და ყველას ვაჩვენებთ, რომ ქართველი ხალხი არ შეეგუება ოკუპაციას“.