“ჰეროკრატია” – რეიტინგიც არ ყოფილა სახარბიელო, ბევრად მეტს ველოდი ფილმისგან…”

“ჰეროკრატია” – რეიტინგიც არ ყოფილა სახარბიელო, ბევრად მეტს ველოდი ფილმისგან…”

ამ რამდენიმე დღის წინ სააგენტოში სტუმრად ცნობილი რომანის „გამოცდა ხელბორკილებით“ ავტორი ალექსანდრე ახალკაცი იყო. სხვადასხვა თემაზე ვისაუბრეთ, ბუნებრივია კითხვა ამ რომანსაც და მის ეკრანიზაციას-„ჰეროკრატიასაც“ შეეხო.

-ლექსო, წიგნის პრეზენტაცის უფრო ადრე შედგა, ვიდრე ფილმის პრემიერა, მაგრამ თუ რეალურად შევხედავთ, „გამოცდა ხელბორკილებით“, როგორც რომნი დღესაც აქტუალურია და ახსოვს ხალხს, ისიც ვიცი წიგნი სად შევიძინოთო-რომ კითხულობენ-აი, ფილმმა კი „ჩაილურის წყალი დალია“. ხომ არ ვცდები?

-დიახ, წიგნმა წელიწადნახევრით დაასწრო ფილმს, უფრო სწორედ იმ სერიებს, რომელიც ჩემი წიგნის მიხედვითაა გადაღებული, მე კინომატოგრაფიაში ნაკლებად ვერკვევი და ზუსტ მიზეზებს ვერ გეტყვით, რატომ გამოიწვია ფილმმა რიგ შემთხვევებში აგრესიაც კი, ამას გარდა რეიტინგიც არ ყოფილა სახარბიელო, ამის ბრალი ალბათ არასწორი მარკეტინგი და მენეჯმენტი გახლდათ, ზუსტად ვერ გეტყვით, მე ბევრად მეტს ველოდი ფილმისგან.

პრინციპში პირველმა ორმა სერიამ რეზონანსი ნამდვილად მოიტანა, მაგრამ ალბათ მაყურებელი სააკაშვილის პროტოტიპის გადატვირთულმა კადრებმა დაღალა, ყველამ კარგად იცის ვინ იყო მიშა და როგორ ცხოვრობდა, ალბათ აქცენტის კონკრეტულ დანაშაულებზე გამახვილება სჯობდა და ასევე პროტოტიპები სულაც არ იყო საჭირო და პირდაპირ უნდა მოეხსენებიათ პერსონაჟები, ეს ფილმს მეტ ნდობას მოუტანდა, რადგან ნახავდა ხალხი, რომ ათანელი გამოგონილი პერსონაჟი სულაც არაა და რომ მისი რელური პერსონა აგერ ხალხში დადის და სულ ცოტა ოთხი მალა აქვს დაშორებული ხერხემალზე და ფეხზე რომ დგას, ეს ღვთის საჩუქარია. ამ შემთხვევაში ალბათ ფილმი მეტ რეიტინგს შეიძენდა.

-ხალხი ამბობს, ვერ იმუშავაო ფილმმა, საზოგადოებაც გააღიზიანაო და მილიონებიც წყალში გადაიყარაო.

-თანხები მე სულ არ მაინტერესებს, რა სად გადაიყარა, საზოგადოებას ჰგონია, რომ მე ამ ფილმში ჩემი წიგნის გამოყენებისათვის ბიძინამ ფული გადამიხადა. ეს ტყუილია. ღმერთია მოწმე  კაპიკი არ ამიღია და პრინციპში არც შემოუთავავზებიათ.