მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ამოქმედდა ცხელი ხაზი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუნხენში შექმნილი მდგომარეობის გამო საგანგებო განცხადებას აქვეყნებს:

”გერმანიის ქალაქ მიუნხენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ვაქვეყნებთ ცხელი ხაზის ნომერს +491 62 88 55 303. მოვუწოდებთ მიუნხენში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას. მიუნხენის პოლიცია მოუწოდებს მოსახლეობას, თავი აარიდონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებას”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიუნხენში სავაჭრო ცენტრ Olympia-ში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. მიუნხენში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარის დატოვება