შატილის კოშკები – მდგომარეობა მძიმდება!

ვაჟა თინიაშვილი

სააგენტოზე გაშუქებულმა მასალამ, „კატასტროფა შატილში! – კოშკებს საფრთხე ემუქრებათ!“

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%99%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%a4%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%9d%e1%83%a8/

საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია. იმის გასარკვევად რა ხდება ახლა და შეიცვალა თუ არა მდგომარეობა, ადგილზე ჩავედით, კომპეტენტურ პირებსაც გავესაუბრეთ და ადგილობრივ მაცხოვრებლებსაც.

ჩვენს კითხვაზე, თუ იყვნენ ჩასულები ადგილზე და გაეცვნენ ვითარებას შატილის კოშკების ჩამონგრევაზე, დუშეთის გამგებლის წარმომადგენელმა ვაჟა გოგოჭურმა გაგვიცხადა,რომ  იყვნე ადგილზე და შეამოწმეს სპეციალისტებმა, აზომვითი ნახაზებიც შეადგინეს, ასევე ჰყავდაათ ტელევიზიები.

კითხვაზე – თუ როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები, დრო ვერ დაგვისახელეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შატილს  2-ჯერ ჩაუტარდა სარებილიტაციო სამუშაოები.

გამგეობის წარმომადგენლის შემდეგ  დაუკავშირდით ძეგლთა დაცვის და კულტურის სამინისტროს სააგენტოს პიარის თანამშრომელს, ნატო კალმახელიძეს და იგივე კითხვა დავუსვით.

-„ჩასულები იყვნენ სააგენტოს ინსპექციის თანამშრომლები და ადგილძე მოახდინეს ვითარების შესწავლა“-გვითხრა კალმახელიძემ, თუმცა  როდის იყვნენ ჩასულები, ზუსტი რიცხვი ვერ დაგვისახელა, მხოლოდ ის გვითხრა, რომ იყო ტელევიზია და ეთერშიც გავიდა აღნიშნული ფაქტი.

ვერც სააგენტოში ვერ გვითხრეს, თუ როდის დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.

ადგილობრივები კი ამბობენ, რომ თუ დროზე არ დაიწყო აღდგენითი სამუშაოები, რაც დარჩა, ის კოშკებიც ჩამოინგრევა, ამ დროისთვის კი ადამიანების შესვლა კოშკში საშიშია.

რა ვითარებაა ამჟამად შატილში ნახეთ ჩვენს ფოტო-რეპორტაჟში.