„მთავარია აგრესია შეჩერდეს! თორემ შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს!”

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენესა და სოციალურ ქსელში გაჩენილ დაპირისპირებასა და მუქარას თათია დოლიძესა და „მარშის“ ორგანიზატორებს შორის „მებრძოლ პატრიოტთა კავშირის“ ლიდერი ემზარ ქვარიანი ეხმიანება და წერს:

-„ხელისუფლებავ! ილოცე, რომ ეს აგრესია უმართავ პროცესებში არ გადაიზარდოს, თორემ გასწრებაზე ფიქრსაც ვერ მოასწრებთ! ვხედავ ნახევარი საქართველო ცეცხლს როგორ ეთამაშება, ნახევარი მზად არის ცეცხლზე ნავთის დასასხმელად, ეს კი დიდ უბედურებას მოგვიტანს, შეიძლება და 90-იანი წლები მონაგონი იყოს!“.

ამ სტატუსის ნახვის შემდეგ ჩვენ ემზარ ქვარიანს დავუკავშირდით.

-მართლაც დიდი აგრესიაა საზოგადოებაში, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში ხელისუფლებამ რა ქნას?

-ხელისუფლებამ ნება უნდა იბოძოს და ეს აგრესია შეაჩეროს სასწრაფოდ! თუ არა გასწრებაზე ფიქრსაც კი ვერ მოასწრებენ, ისეთი მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას.

-როგორ შეაჩეროს-მივიდეს „მარშელებთან“ და დატუქსოს თუ მათი მოწინააღმდეგეები დააყენოს კუთხეში?

-მათ ჰქონდათ  უფლება მშვიდობიანი მარში გაეკეთებინათ და ეს ასეც მოხდა, მსვლელობა მშვიდობიანად დასრულდა, ხოლო ამ ყველა დღის მერე წამოსული აგრესია ქართულ მარშზე და შეურაცხყოფები უკვე მიუღებელია. აგრესიას რა თქმა უნდა კიდევ აგრესია მოჰყვა და ეს ყველაფერი როგორც შეიძლება დამთავრდეს ზემოთ დავაფიქსირე.

თუ მათ ჰქონდათ მარშის ჩატარების და თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე ჰქონდა მათ მოწინააღმდეგეებსაც. დემოკრატია ყველასთვისაა. მეორეც რომ შეურაცხყოფა სხვაა და მუქარა სხვა. ადამიანები, რომლებიც გმობენ ძალადობას, თავად ახდენენ ძალადობას ქალზე, გოგოზე და ისიც ქართველზე.  გამოდის მათი სიტყვა და საქმე ურთიერთგამომრიცხავია.

-მე ვამბობ მშვიდობიან მარშზე და არა რომელიმე მხრიდან წამოსულ აგრესიაზე, გეთანხმებით, მე ყველანაირ აგრესიას ვგმობ და ამ ყველაფერზე ხელისუფლება ვალდებულია იმოქმედოს და შეაჩეროს ეს აგრესია. მართლა ცეცხლს ეთამაშება ნახევარი საქართველო და ეს შეიძლება ვინმემ ძალიან ცუდად გამოიყენოს, მითუმეტეს, რომ ქართველების ფიცხი ხასიათი ყველამ კარგად იცის.

-პრინციპში თათია დოლიძემ გადადგა ნაბიჯი აგრესიის შესაჩერებლად. მოდი პირდაპირ ვთქვათ,  აჯობა მათ-დაიცვა თავისი უფლებაც, კანონიც და მიმართა სამართალდამცველებს. იმედია მართლმსაჯულება დაადგენს ყველაფერს. რაც შეეხება თქვენს ნათქვამს-„მე ვამბობ მშვიდობიან მარშზე“-აი სწორედ ეგ არის-იქ, იმ საღამოს ბევრი გულანთებული ადამიანი იყო-ისინი ერთმა აზრმა გააერთიანა და ნამდვილად შეურაცხყოფილად გრძნობენ ახლა თავს, ეს სოციალური ქსელიდანაც სჩანს.

ახლა მთავარია შეჩერდეს აგრესია, ალბათ ყველა ხედავს, რომ ქალაქში, ისევე როგორც 90-ზნი წლების დასაწყისში სამოქალაქო ომის აჩრდილი დადის, ახლაა რეაგირება საჭირო, თორემ მერე მტყუან- მართლის მოძებნა გვიანი იქნება.

მართალი ხართ, იმ დღეს  ეს ხალხი ვინმეს ხათრით კი არ მივიდა იქ, არამედ დაიღალა ამ ხელისუფლების უუნარობისგან.

-ამაში გეთანხმებით-ურემი რომ გადაბრუნდება გზის ძებნა გვიანაა. კონკრეტულად  რაში ხედავთ გამოსავალს?

-სასწრაფოდ ყველა ღონე უნდა იხმაროს ხელისუფლებამ, რომ შეაჩეროს, თორემ ისე იქნებ,ა როგორც ვთქვი- გასწრებაზე ფიქრსაც კი ვერ მოასწრებენ.

სათქმელი ბევრია, მაგრამ ახლა მართლა ვგრძნობ ძალიან ცუდ განწყობას და აგრესიას ხალხში და ეს მაშინებს, ამიტომ მინდა ყველამ შეიკავოს თავი და სიმშვიდე იყოს.  გადაიღალა ხალხი და ეს კი შეიძლება უმართავ პროცესებში გადაიზარდოს.

ძალიან სათუთი თემაა და ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საქმეს. ყველამ უნდა მოუხმოს გონიერებას და ქვეყანაში დესტაბილიზაციის კერებს არ უნდა შეუწყონ ხელი.  პატარა რისკიანმა ნათქვამმა სიტყვამ კი შეიძლება შეცვალოს ბევრი რამ,

ძალიან სიფრთხილე გვმართებს.

საზოგადოებას  სიფრთხილისკენ მოვუწოდებ და ხელისუფლებას კი გონიერებისკენ!