„ლაშა სტურუას დააბრალო ნაციონალებთან პარტნიორობა, დიდი აბსურდია!..”

მარინა ლათიბაშვილი

ჟურნალისტი

-მხოლოდ თათია დოლიძე არ მოხვდა  აგრესიის კორიანტელში. დიდი აგრესია და ბრალდებები წამოვიდა “პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, თბილისის მერობის კანდიდატის, ლაშა სტურუას მიმართ და მხოლოდ იმიტომ, რომ ლაშა სტურუამ პროტესტი საოკუპაციო ზოლთან გამოთქვა, ზოგიერთებმა – ნაციონალებთან მეგობრობო, -კომენტარებში მისწერეს.

ეს არის სასაცილო, სატირალი რომ არ იყოს! კაცი,რომელიც ნაციონალებმა არაფრის გულისთვის ხუთი წლით ციხეში გამოკეტეს, გააყიდინეს სახლ-კარი, შეერყა ჯანმრთელობა,ნაციონალების პარტნიორი ყოფილა?!

კიდევ ვიმეორებ: ისწავლეთ განსხვავებული აზრის ატანა. ,,ვინც ჩვენთან არ არის-ჩვენი მტერია!”,-დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

თქვენი ამ საქციელით წყალში ჩაყარეთ ყველა ის კეთილგანწყობილი გამოხმაურება, დიდი თუ მცირე დადებითი მუხტი,რომელიც აღმაშენებელზე გამართულ აქციას მოჰყვა,სახელად ,,ქართული მარში”რომ ერქვა.