დავით ხარშილაძე: კახი კახიშვილს მადლობას ვუხდი…

 თინა თაყაძე

გაზეთ ,,ქრონიკა პლუსის“ რედაქტორმა ელისო კილაძემ ტელეკომპანია ,,ობიექტივის“ ეთერში მისი ვაჟი დავით ხარშილაძე მიიწვია. კილაძე-ხარშილაძის საუბრის თემა ციხეში არსებულ მდგომარეობას, დავით ხარშილაძის დაკავება – გათვისუფლებას და საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას ეხებოდა.

დავით ხარშილაძემ პატიმრობის 120 დღე დეტალურად გაიხსენა. ისაუბრა ადამიანებზე, რომლებიც მის გვერდით ცხოვრობდნენ და პირობებზე, რომელშიც თითოეული პატიმარი იმყოფება.

,,ბევრი ადამიანია ელისო ისეთი, ვისაც ელისო კილაძე არა ჰყავს დედა. ვინც არ არის მსახიობი გიორგი ,,ბახალა” .

ვისაც არ შეუძლია საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.  იმ ბიჭებს ვეტყვი ერთ რაღცას, რომ ჩვენ აქა ვართ და  ჩვენ ერთად მოვიგებთ ამ ომს აუცილებლად.  ამ ადამიანების ოჯახებს მივმართავ: – ნუ გერიდებათ ხალხნო, ნუ გეშინიათ. ციხეში არაფერი არ ხდება კატასტროფული. – აცხადებს ხარშილაძე

-ციხეზე მინდა გკითხო, შენ 120 დღე გაატარე ციხეში და წერილს, რომელიც ციხის თანამშრომლებზე  გამოგზავნე შენ გამოასწარი. მე დავინახე ამ წერილით ადამიანური გარემო, რომელშიც შენ ეს 120 დღე გაატარე. – კილაძის ამ კითხვამ – ხარშილაძეს კახი კახიშვილი გაახსენა.

ხარშილაძემ – კახი კახიშვილი შეაქო და აღნიშნა, რომ – ,, როცა სათვე არის სუფთა ქვედა დინებაც არის სუფთა.“

,,იცით როგორ არის? როცა სათვე არის სუფთა ქვედა დინებაც არის სუფთა. როდესაც ზემოთ არის მოწესრიგებული, საქმიანი, წესიერი ქართველი ადამიანი, რომელიც თავის საქმეს აკეთებს, ქვევით რიგითი თანამშრომლებიც არიან მოწესრიგებულები და წესიერები.

 იქ, დირექტორიდან დაწყებული, ყველანი ადამიანურები, უბრალოები და ზრდილობიანები იყვნენ. ერთმანეთს დილამშვიდობისას – თქმაში ვეჯიბრებოდით. ვამხნევებდით ერთმანეთს. ერთმანეთთან ძალიან კარგი დამოკიდებულება იყო.

 ეს ყველაფერი ჩემს დასანახად არ ხდებოდა მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს კომუნიკაციის ჩვენი  საშუალებები. ჩვენი იქ ყოფნის პერიოდში, არავის ცუდად არ მოპყრობიან. ძალიან ნორმალური, ადამიანური გარემოა და დარწმუნებული ვარ რომ სხვა ციხეებშიც ასე იქნება.

 მიუხედავად იმისა, რომ მეც, შემოსული ვარ ამ ბრძოლაში და ჩემი მთავარი ამოცანაა ნარკოპოლიტიკა იყოს მოწესრიგებული და არ მიდიოდეს ხალხზე ძალადობა, მიუხედავად ამისა, მინდა შევაქო კახი კახიშვილი.

 ეს ადამიანი, რომელმაც მოახერხა ის რომ, სისტემა ფუნქციონირებს ადამიანურად. ადამიანურში იგულისხმება ზრდილობა, ადამიანობა, არა ძალადობა. მოკლედ, კახი კახიშვილს მადლობას ვუხდი“ – აცხადებს დავით ხარშილაძე 

წყარო: trialeti.ge