მათთვის, ვინც მუდმივად ტელეფონში იცქირება (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკაში, დასავლეთ კაპლანდის ხელისუფლებამ კამპანია #ItCanWait-ი (“ეს მოიცდის”) დაიწყო, რომელიც მობილურ ტელეფონებზე დამოკიდებულების საშიშროებაზე გვიყვება.

ვიდეოში, მხიარული მუსიკის თანხლებით, აჩვენებენ, როგორ ეცემიან ან სასაცილო სიტუაციაში ვარდებიან ადამიანები, როდესაც მუდმივად ტელეფონში იცქირებიან. ვიდეოს ბოლოს კი აჩვენებენ გოგოს, რომელიც სასიკვდილო ავარიაში მოჰყვება, რადგან გზის მაგივრად სმარტფონს უყურებდა.

“თქვენ ერთდროულად წერა და სიარული არ შეგიძლიათ…მაშინ რატომ წერთ და დადიხართ?, – ჩნდება წარწერა ვიდეოს დასასრულს.