კიევში სექს-მუშაკების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

კიევში პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნით სექს-მუშაკების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის 100-მდე მონაწილე ადმინისტრაციული 181-1 მუხლის შეცვლას მოითხოვდა, რაც პროსტიტუციისთვის ჯარიმას ითვალისწინებს.

აქციის მონაწილეებმა მაედანიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მარშით ჩაიარეს. მომიტინგეებს თან ჰქონდათ ლოზუნგები, აქციის დევიზი კი იყო-„სექსიც სამუშაოა“.