განახლდა დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს

ღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფები მორიგ გაერთიანებულ სხდომას მართვავენ. სამუშაო ჯგუფების წევრებმა დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან განაახლეს, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს.

„დღეს იმართება სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ საქართველოს პარლმენტთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხებზე მსჯელობა რამდენიმე დღის წინ და დღეს უნდა განვაახლოთ დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან, რომელიც  იმპიჩმენტის წესს არეგულირებს“,-განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფიკომპეტენციაში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის შესაბამისთავები შედის.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.