უგულავა: ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ

საპატიმროდან გათავისუფლებული გიგი უგულავა სამების საკათედრო ტაძარში საშობაო წირვას დაესწრო. წირვის შემდეგ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს. მისი თქმით, საქართველო სტაგნაციაშია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა.

იძულებით ვიყავი სამეცნიერო მივლინებაში, ბუნებრივია პოლიტიკაში დაბრუნებას ვაპირებ. საქართველო სტაგნაციაშია, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის განვითარება ჩიხში შეიყვანა, ეკონომიკა სულს ღაფავს, ის გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, უფრო დიდ კრიზისს გამოიწვევს. ჩვენი მოვალეობაა სამართლიანი, მშვიდობიანი გზით ჩამოვაშოროთ არაფორმალური მმართველი ხელისუფლებას და ქვეყნის განვითარება გავაგრძელოთ.

მიხარია, რომ დაემთხვა, შობის დღეს გამოვედი საპატიმროდან, პირველ რიგში ვისაც მინდა მივულოცო, არიან ჩემი კოლეგა პატიმრები, პოლიტპატიმრები და სწრაფად გათავისუფლება ვუსურვო. მინდა მადლობა გადავუხადო და ასევე მივულოცო მთელ პერსონალს, რომლებთანაც ორწელიწად-ნახევარი იძულებით მოგვიწია ერთად ყოფნა“ – განაცხადა უგულავამ.

კომენტარის დატოვება