წადით, დაცალეთ ველი, ველის დაცლა არის ერთადერთი გამოსავალი, რომ ჯანმრთელი ოპოზიცია გაიზარდოს – დავით ზილფიმიანი

ხალხის რა მობილიზაციაც არ უნდა იყოს, ის დიდი მასა, ვინც მათი წარსული ნახა, არ დაუშვებს ცვლილებას იმ კოალიციით, რომელშიც შედის „ნაციონალური მოძრაობა“. წადით, დაცალეთ ველი, – ამის შესახებ „ევროპელი-სოციალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რეალურად „ნაციონალური მომოძრაობა“ ხელისუფლების სამი ვადით დარჩენის გარანტორი გახდა და თუ ასე გაგრძელდა, ის მეოთხე ვადით დარჩენის გარანტორიც გახდება.

„ოპოზიციის სეგმენტის 90%-ს არავითარი კოალიციური ურთიერთობა ამ ძალასთან არ უნდა ან ფრიად უჭირს, ესეც ფაქტია. რატომ ვატყუებთ და ცრუ მოლოდინებით რატომ ვაცხოვრებთ საზოგადოებას? პირველ რიგში, მათ ვეუბნები, სად მოხდა იმ ცოდნის მიღება, რითაც საზოგადოებას შეგვიძლია ვუთხრათ, რომ იცით რა, თუკი ჩვენ ახლა მოვიგებდით რამდენიმე ადგილობრივ თვითმმართველობას, მაშინ ხელისუფლება შეიცვლება, დაინიშნება ახალი არჩევნები. ოცივე თვითმმართველი რომ მოეგო, ეს მაინც არ მოხდებოდა. მიუხედავად ამისა, ხალხში მიდის ინტენისური მზაობა თითქოს რაღაც იგეგმება. ამიტომ, ეს იმედგაცრუება რისკენაც მიჰყავთ მოსახლეობა, ბუმერანგივით აუცილებლად უკან ბრუნდება.

არ დაგვავიწყდეს, რომ ამხელა რისხვის ქვეშ მყოფი პარტია, თუ მოხდა ისე, რომ ამ ქუჩის აქციებმა, არეულობებმა საზოგადოებაში სამოქალაქო კონფლიქტი გამოიწვია, პირველ რიგში, ისევ თვითონ იქნებიან წალეკილები. ყველაზე ცუდი, რაც ვერ გაიგეს არის ის, რომ ყველაფერი გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ მოევლო, თაფლი მიეცა, მურაბა მიეცა, გადაერჩინა და ახლა, თვითონ აგრძელებენ იმას, ნაცვლად იმისა, რომ წავიდნენ და ველი დაცალონ. ველის დაცლა არის ერთადერთი გამოსავალი იმისა, რომ ჯანმრთელი ოპოზიცია გაღვივდეს და გაიზარდოს. რა მობილიზაციაც არ უნდა იყოს ხალხის, ის დიდი მასა, ვინც ნახა მათი წარსული არ დაუშვებს ცვლილებას იმ კოალიციით, რომელშიც შედის „ნაციონალური მოძრაობა“. წადით, დაცალეთ ველი. ქუჩაში კი არ უნდა წახვიდეთ, ღმერთმა მოგცათ იმის საშუალება, რომ ამ ბოროტებაზე პასუხი არავინ გაგებინათ. წადით, დაცალეთ ველი“. – აცახდებს ზილფიმიანი.