ალილო 14:00 საათზე დაიწყება-შობას გილოცავთ!

ალილო 14:00 საათზე ვარდების მოედნიდან დაიწყება. ალილოს მონაწილეები ჯერ რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ შეჩერდებიან, სადაც მათ პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტარები ტკბილეულით დახვდებიან. შემდეგ თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს შენობასთან მათ დედაქალაქის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ტკბილეულს გადასცემენ.

მონაწილეთა ჯგუფი  საპატრიარქოში შევა, სადაც მათ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დალოცავს და ალილოსთვის ტკბილეულს გადასცემს.

შემდეგ ალილოს მონაწილეები პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართებიან, სადაც მათ ტკბილეულს პრეზიდენტი გადასცემს და მსვლელობაში მონაწილეებს შობას მიულოცავს.

ალილოს მონაწილეებს ტკბილეულსა და საჩუქრებს გზადაგზა მოსახლეობაც გადასცემს.

შემოწირულობებს ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მიიტანენ, მოგვიანებით კი, ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადაანაწილებენ.

კომენტარის დატოვება