“არაჩვეულებრივი საჩუქარი მოგვიძღვნა “ოცნებამ” საშობაოდ-შობას გილოცავთ!”

სოსო მანჯავიძე

თბილისის საკრებულოს დეპუტატი

-“არაჩვეულებრივი საჩუქარი მოგვიძღვნა “ქართულმა ოცნებამ” საშობაოდ.

საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდა!

მაკკეინის,,კლობუშარისა და გრემის სიტყვა ხომ გადამწყვეტი აღმოჩნდა და მალე ვანო,ბაჩო და ყველა დანარჩენი გათავისუფლდება.

ასევე დადგინდა,რომ ჩვენ,ყველას, ცხადია,ნაცების გარდა,კოლექტიური ჰალუცინაციები გვაწუხებდა და ვერ ვხვდებოდით,რომ რასაც ნაციონალური მოძრაობა აკეთებდა,ჩვენთვის სასარგებლო იყო.
ნამდვილად ახდა ბიძინა ივანიშვილის დაპირება,რომ ევროპასაც გავაკვირვებთ დემოკრატიით.
სიმშვიდეს შეინარჩუნებდა კაცი ,მაგრამ ერთი რამ მიშლის ხელს-გულისრევის განცდა, რომელიც ბუნებრივი რეაქციაა ამდენი ვირთხის,მატყუარის,გამპრავებლის და სამშობლოს გამყიდველის ცქერისას.

რისთვის ვლოცულობთ,ვმარხულობთ,ვინანიებთ და ვეზიარებით?
მხოლოდ იმისთვის,რომ ქრისტე იშვას ჩვენში,ხოლო ჩვენ ქრისტეში”
“განამზადენით გზანი უფლისანი და წმინდა ჰყავით ალაგნი მისნი”

შობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ!

კომენტარის დატოვება