„ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ მომავალშიც! – ცეზარ ჩოჩელის ახალგაზრდული ორგანიზაცია პირობას ასრულებს

„ეს ქვეყანა ჩვენია, მომავალი თაობა ჩვენ ვართ და ვალდებულები ვართ ვაკეთოთ ის, რაც ყველა მოქალაქეს ევალება!“

ცეზარ ჩოჩელის საარჩევნო შტაბის ახალგაზრდულi ორგანიზაციის წევრებმა რამდენიმე დღის წინ დედათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და პირობაც დადეს, რომ აქცია არ იქნებოდა ერთჯერადი და ინტენსიურად იმუშავდნენ ქალაქისა თუ რაიონის სისუფთავეზე.

დღეს კი ახალგაზრდებმა შიომღვიმის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

-„არავის ეგონოს, რომ ეს აქციები მხოლოდ არჩევნებითვის ტარდება, ჩვენ დავიწყეთ და გავაგრძელებთ არჩევნების მერეც, კარგ და საჭირო საქმეს არც აფიშირება უყვარს და არც განსაზღვრული დრო  იცის. ეს ქვეყანა ჩვენია, მომავალი თაობა ჩვენ ვართ და ვალდებულები ვართ ვაკეთოთ ის, რაც ყველა მოქალაქეს ევალება“-ამბობენ ახალგაზრდული შტაბის წევრები და ყველა მსურველს შეერთებისკენ მოუწოდებენ.

14222167_152181075231576_5413654090661867385_n 14264187_152180848564932_5701260279563070836_n

-„ეს საერთო საქმეა, ეს ქალაქი და რაიონი ყველასია, ამიტომ არ უნდა იყოს გარჩევა ვინ ვისიანია, საერთო სამეში ყველა ერთად უნდა ვიყოთ, გაგვიხარდება თუ სხვებიც შემოგვიერთდებიან, სწორედ ახალგაზრდებმა უნდა დავიწყოთ ყველანაირი ზღვარის წაშლა ქვეყნისთვის საჭირო საქმეში“.

1 2 3 5

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება