ლაშა სტურუას „ჰეროკრატია“

    R    

  მარინა ლათიბაშვილი
სხვადასხვა საგაზეთო მასალებზე დაყრდნობით

-,,ჰეროკრატია’’-ამ სიტყვით ჩაანაცვლეს ქართველებმა ბოლო წლებში ნასწავლი უცხო სიტყვა ,,კოჰაბიტაცია’’. ამ ორი სიტყვას გაიგონებთ დღეს ყველაზე ხშირად პოლიტიკაზე მოსაუბრე ადამიანებისაგან. და,ასე…გინდა არ გინდა სწავლობენ თანდათან პოლიტიკურ ტერმინოლოგიას.

-,,ყველანი ციხეში!’’-ამ როყიოდ ნასროლმა ფრაზამ საქართველოში უამრავი უდანაშაულო ადამიანი გამოკეტა საპყრობილეში.ბევრი მათგანი ცოცხალი ვეღარ გამოვიდა იქიდან.ვინც თავი დააღწია იმ ჯურღმულებს,ზოგი ინვალიდია,ზოგსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. მათ ყველას საკუთარი სიმართლე,საკუთარი თავგადასავალი აქვთ.

პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომერე ლაშა სტურუა ერთერთი მათგანია, ვინც სააკაშვილის ციხის ჯოჯოხეთი საკუთარ თავზე გამოსცადა. ხუთი წელი ციხეში მხოლოდ იმიტომ,რომ უარი არ თქვა საკუთარ პროფესიაზე.სინდისზე ხელი არ აიღო და სხვის უბედურებაზე საკუთარი ცხოვერება არ აიწყო. აი,როგორ იგონებს თავად ლაშა სტურუა მისი დაპატიმრების დღეს: ,,-იმ დღეს,როდესაც დამაკავეს,მსჯავრდებულ მანუჩარ ანსიანის სანახავად გლდანის მე-5 საპყრობილეში უნდა შევსულიყავი.ვიდრე პატიმრის გამოყვანას ველოდებოდი ჩემთან მოვიდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების უფროსი გაგა მკურნალიძე და კაბინეტში შემიყვანა,სადაც დამხვდნენ:დავით ზვიადაძე, ილია გერგედავა,ბადრი ზაქარეიშვილი და კიდევ ორი თანამშრომელი. დამიწყეს ჩხრეკა. ჩამომართვეს ყველაფერი. შემდეგ გამოაღეს მაგიდის უჯრა.ამოიღეს ფსალმუნი,რომელშიც ნარკოტიკი ჰეროინი იყო ჩადებული და მითხრეს-ეს შენია (?!).ამ ყველაფერს იღებდა კაბინეტის ვიდეოკამერა,რომლის ჩანაწერიც შემდეგ გააქრეს.’’
ლაშა სტურუა იმ დროს რამდენიმე გახმაურებულ საქმესთან იყო დაკავშირებული. მათგან გამოირჩეოდა მუხრანში მოკლული ბიზნესმენის სოსო დალაქიშვილისა და ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გურამ შარაძის მკვლელობები. სწორედ,ამ უკანასკნელზე გაჩუმება მოსთხოვეს. თან ,,შეახსენეს’’ რომ ოჯახი და ორი შვილი ჰყავდა.უარის შემდეგ დაიწყო ციხის საშინელებები.ყველაზე სასტიკი კარანტინის დაშლა იყოო,ამბობს: ,,-სათითაოდ იძახებდნენ პატიმრებს.კითხულობდნენ მათ საბრალდებო დასკვნას.შემდეგ კი,წიხლებით შესდგებოდნენ და იატაკზე ახოხიალებდნენ.ბოლოს, პატიმარს აიძულებდნენ წამომდგარიყო და ე.წ. კორიდორში გაევლო,სადაც ათობით პოლიციელი მანამდე ურტყამდა დაუნდობლად,ვიდრე ბოლომდე არ გაივლიდნენ.’’

ერთხელ,ლაშა სტურუას გია დგებუაძე, იგივე ,,მასტერა’’ მიუგზავნეს. მასტერამ ამოიღო თაბახის ფურცელი, რომელზეც ოთხი გვარი იყო ჩამოწერილი.ესენი იყვნენ: ეკა ბესელია,შალვა ხაჭაპურიძე,შალვა შავგულიძე და მალხაზ ჯანგირაშვილი. ყველა ეს ადვოკატი ძალიან გახმაურებულ საქმეებთან და პიროვნებებთან ასოცირდებოდა: ირაკლი ოქრუაშვილთან,ბადრი პატარკაციშვილთან,გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის მკვლელობებთან. ლაშა სტურუას მოსთხოვეს,ყველაზე თუ არა,ერთზე მაინც დაეწერა,რომ ,,გრუ’-ს’ აგენტები იყვნენ.ამით ზემოთ ხალხია დაინტერესებულიო.სანაცვლოდ,თავისუფლებას ჰპირდებოდნენ.ისევ უარი!…მოსამართლე ეკა არეშიძემ 7 წელი მიუსაჯა.ეს იმ დროს, დღეს, ამ ჯალათებს ზოგიერთებს სამ-სამი წელი მისცე და ერთი წლით შეუჩერეს პროფესიული საქმიანობა.

მართალია,იგი ფიზიკურად არ უწამებიათ,მაგრამ იყო დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ.რის გამოც განუვითარდა თრომბი.ჩამოეშალა თვალის ბადურა და მარცხენა თვალში სამოდამოდ დაკარგა მხედველობა.რამდენჯერმე მისწერა ჯანდაცვის დეპარტამენტის იმდროინდელ თავმჯდომარეს დავით ასათიანს, სახალხო დამცველს გიორგი ტუღუშს,მაგრამ ამაოდ….
,,-ერთხელ,ერთმა ბიჭმა ზეწრით თავი ჩამოიხრჩო. პატიმრებმა შიმშილობა გამოვაცხადეთ,დამნაშავის დასჯას ვითხოვდით.გვითხრეს,წერილი დატოვა შეყვარებული გამითხოვდაო…მკურნალიძემ შიმშილობის შეწყვეტა მოგვთხოვა, მაგრამ არავინ არ დათანხმდა.გაგვიყვანეს და ყველას სასტიკად გაგვისწორდნენ. იმ დღეს სადილად სოსისი გვქონდა.რამდენიმე პატიმარი კრიტში გაიყავნეს,სოსისი ძალით ჩატენეს პირში და სახეზე ადუღებული ჩაი გადაასხეს. ეს სადიზმი მთელ ზონას გვაყურებინეს.’’

ეს ჯოჯოხეთი არჩევნების შემდეგ ამნისტიით დასრულდა და ციხე ორი წლით ადრე დატოვა.

ლაშა სტურუა დღეს წარმატებული ადვოკატია. მუშაობს რამდენიმე კანონპროექტზე. ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა. თვლის,რომ ხელისუფლებაში ახალი სახეები უნდა მოვიდნენ.სუფთა წარსულითა და სუფთა ხელებით! სასტიკი წინააღმდეგია დანაშაულებრივ რეჟიმთან თანამშრომლობისა! არა კოჰაბიტაციას! რეჟიმი უნდა გასამართლდეს!

ადამიანებს სამართლიანობის განცდა უნდა დაუბრუნდეთ,რადგან დაშინებული და დაბეჩავებული ხალხი ძლიერ სახელმწიფოს ვერ ააშენებს!.ყველა ძლიერი სახელმწიფო კი სამართლებრივ ნორმებზეა დაფუძნებული.
-არ იქნება სამართალი-არ იქნება მშვიდობა!

მარინა ლათიბაშვილი

14281421_1922296797997739_39488376_n

კომენტარის დატოვება