ალექსანდრე ახალკაცი: ციხის მერე ცხოვრება არ სრულდება!..

ალექსანდრე ახალკაცი

რომანის “გამოცდა ხელბორკილებით” ავტორი

-“ყველას მინდა ვუთხრა, რომ ციხის მერე ცხოვრება არ სრულდება, ,,ნაციხარი,, კომუნისტური სტიგმაა!!!
მინდა ვთხოვო, ვუთხრა, ვურჩიო იმ ათიათასობით ადამიანს ვინც რეჟიმის დროს გამოვიარეთ ქართული გულაგები, იმ ადამიანებს ვინც დღესაც დაჭერილები არიან –  მერე რა თუ რომელიმე მათგანმა მართლაც ჩაიდინა დანაშაული, მერე რა რომ რომ ბევრმა საკუთარი სიმართლე ვერ დაამტკიცა.. პირველებს აქვთ საშუალება მოინანიონ, დაუბრუდნენ საზოგადოებას და ღირსეულად ჩადგნენ ჩვენს ხალხის სამსახურში!

ჩვენ არ გვყავს დასაკარგი შვილები, ძმები, მამები!! საზოგადოებაც მათ მიმართ არ უნდა იყოს აგრესიული. ხოლო მეორეებს ვურჩევ გათავისუფლების მერე საკუთარი ცხოვრებით დაამტკიცონ, რომ ისინი უდანაშაულოდ დაიჭირეს და სულაც არ არიან კრიმინალები, გაითვალისწინეთ ჩემს პირად საქმეში ,,კრიმინალური ავტორიტეტი და საზოგადოებისათვის საშიში პიროვნება,, ეწერათ…

გავითვალისწინოთ, რომ ნამდვილი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანები დაახლოებით 10_15 % არიან დანარჩენები შემთხვევით ან ეკონომიურ დანაშაულებებზე არიან დაკავებულები როგორც წესი.

ციხის მერე ცხოვრება არ მთავრდება! თქვენ ყველას შეგიძლიათ ღირსეული ადგილი დაიმკვიდროთ ჩვენს საზოგადოებაში. იბრძოლეთ, იშრომეთ, მოინანიეთ, მიუტევეთ და არასოდეს გაივლოთ გულში შურისძიება!

კომენტარის დატოვება