„რადგან გაჩნდა ეჭვი, მივმართავ კახა კალაძეს დაინტერესდეს ვითარებით!..“

გიორგი თევზაძე

უფლებადამცველი

მივმართავ თბილისის მერს ბატონ კახა კალაძეს!

თბილისში ფურცელაძისა და თაბუკაშვილის კუთხეში გზაზე ქალაქის მერიის დაკვეთით ერთერთი კომპანია ახორციელებს კალანიზაციის მილების გამოცვლას რის შედეგადაც წარმოებულმა სამუშაოებმა ფურცელაძის ქუჩა N 14- ტის კუთხის საცხოვრებელი სახლის მდგრადობას დიდი ალბათობით მიაყენეს დაზიანება ფაქტია, რომ სჩატარებული სამუშაოების შემდეგ მაცხოვრებლებს დაუსკდათ საცხოვრებელი ფართის კედლები, მერიას ისე გამოდის ბავშვის ფეხის ნაბან წყალის გადაქცევისას ბავშვიც თან გადააყოლესო… ვის რად უნდა თქვენი გამოცვლილი მილები თუ საცხოვრებელ შენობის მდგრადობას საფრთხე დაემუქრაბა და ხალხი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდება ….

ზოგს იმის ეჭვიც გაუჩნდა ქალაქის ცენტრში ამ მეტად პრესტიჟულ ადგილის ვიღაცას ხომ არ უნდა ხელში ჩაგდებაო… ვნახოთ მომავალი გვიჩვენებს.

ბატონო მერი, საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ამ მილებს პანორამა თბილისისთვის ყრიან მიწაში, ხალხი კი ზარალდება…

მივმართავ ქალაქის მერიას შეაჩეროს ეს დაწყებული სამუშაოები გაამაგრონ საძირკველი და შემდგომ გააგრძელონ სამუშაო ასევე მათი სამუშაოების შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებს მიაქვციონ ყურადღება.