პრემიერმინისტრი ბორჯღალოსნებს: მადლობა თავდადებული თამაშისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს რაგბის ნაკრებს, მარცხის მიუხედავად, უელსის ნაკრებთან თამაშს უწონებს და მადლობასაც უხდის.

“მადლობა თავდადებული თამაშისთვის!

#რაგბიჩვენითამაშია“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი Facebook-ზე,თავის ოფიციალურ გვერდზე.

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული მატი გამართა. ბორჯღალოსნები პირველად შეერკინენ მსოფლიოში, ერთ-ერთ ყველაზე ძლიერი, უელსის ნაკრების მორაგბეებს. ანგარიში მოწინააღმდეგოს სასარგებლოდ 13:6 დასრულდა, თუმცა ქართველმა მორაგბეებმა თამაშის დროს საოცარი თავდადება გამოიჩინეს.