ახალი არასამთავრობო ორგანიზაცია დაარსდა

20 ივლისს, 19:00 საათზე სასტუმრო რუმსში (მ. კოსტავას ქ. 14, თბილისი), გაიმართება არალი არასამთავრობო ორგანიზაციის – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD-ის) პრეზენტაცია.

ღონისძიებას დაესწრებიან  დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს პარლამენტის, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები.

ორგანიზაციის მიზანი პოლიტიკური პარტიების განვითარების, პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიულიტრადიციის გაძლიერებაა არამარტო საქართველოში, არამედ მთელს სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის გააგრძელებს ნიმდ-ის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) რეგიონული ფილიალის საქმიანობას.

რა თქმა უნდა, შენარჩუნდება არსებულ პარტნიორობა ნიმდ-ის ჰააგის ოფისთან და მჭიდრო, სტრატეგიული ურთიერთობითგაგრძელდება სამომავლო, ერთობლივი საქმიანობის განხორციელება რეგიონში.