ოკუპირებული აფხაზეთის დროშის გაკვრისთვის ბათუმის მე-7 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს დროშის და რუსეთის დროშის საერთო სტენდზე გაკვრისთვის ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს.

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაკვეთილიდან გააგდეს მოსწავლე, რომელმაც სკოლის შესასვლელში განთავსებულ მსოფლიო ქვეყნების დროშებთან ერთად გამოფენილი რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები ჩამოხია.

სკოლის დირექცია ვერ პასუხობს მთავარ კითხვასარის თუ არა რუსეთი ოკუპანტი.

ამ დანაშაულის გამო სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს ამავე სკოლის დირექტორი.

როგორც ცნობილია, საქმეზე მოკვლევა ისევ გრძელდება.