ირინა ვერეშჩუკი: მოვუწოდებთ საქართველოს, დაეხმაროს ყირიმელ თათრებს გაწვევისგან თავის არიდებაში

უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა საქართველოს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს მოუწოდა, დაეხმარონ ყირიმელ თათრებს რუსეთის ჯარში გაწვევისგან თავის არიდებასა და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლაში.

ვერეშჩუკი აღნიშნავს, რომ ყირიმელი თათრები უკრაინის მეგობარ ქვეყნებში წასვლას ცდილობენ, მაგრამ რეინტეგრაციის სამინისტრომ მიიღო ინფორმაცია, რომ პოლონელი, ლატვიელი, ესტონელი, ლიტველი და ქართველი მესაზღვრეები ზოგჯერ ყირიმის მკვიდრი ხალხების წარმომადგენლებს საზღვარზე არ უშვებენ.

მივმართავთ პოლონეთის, ლატვიის, ესტონეთის, ლიტვისა და საქართველოს მთავრობებს, ყურადღება მიაქციონ ამ პრობლემას. ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ხელი შეუწყონ ყირიმის ადგილობრივ მოსახლეობას ჯარში გაწვევისგან თავის არიდებასა და მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლაში. ახლა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ყირიმის მკვიდრი ხალხის მხარდაჭერა ისეთი მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს” – წერს ირინა ვერეშჩუკი Telegram-ზე