უამრავი არგუმენტები მაქვს თუ რატომ უნდა ავირჩიოთ ქალაქის მერად ლაშა სტურუა

R

მარინა ჩაჩუა

პროგრესულ-დემოკრატიული პარტიის დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი

რატომ უნდა ავირჩიოთ ქალაქის მერად – “პროგრესულ დემოკრატოული მოძრაობის” თავმჯდომარე, ადვოკატი – ლაშა სტურუა?!

იგი სულ 40 წლისაა, მაგრამ დიდი ისტორიის მატარებელი! არაფერს ვამბობ მის განსაკუთრებულ ფენომენზე, რაც უდაოთ აქვს, რადგან ეს უკვე დანახული და აღიარებულია “გარკვეულ წრეებში”, სადაც იგი “ცნობადად” ითვლება; ეს დანახულია, მაგრამ აღიარებისგან თავს იკავებენ “სხვა წრეებში” რადგან არ გაცდეს “არაცნობადობას”; ამდენად ჯერ კიდევ “არაცნობად” კატეგორიას განეკუთვნება, ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს “ცნობადები” და “ნამდვილები” და ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ ეს “კომფორტი” გაიხანგრძლივონ.

დღეისათვის წარმოდგენილ ყველა “ცნობადი”მერობის კანდიდატთან ლაშა სტურუას უპირატესობა დაითვლება მისი უკვე გაკეთებული საქმეებით, მომზადებული 25-ზე მეტი კანონპროექტით, რომელთა კანონად ქცევა ძირფესვიანად შემოაბრუნებს ქვეყანას სიკეთისკენ! ეს მოკლე პასუხია დასმულ კითხვაზე, ვრცლად- ლაშა სტურუას უკვე ნაღვაწია პასუხი და მისი შექმნილი ქვეყნის გადარჩენა -განვითარების მოდელები და ფორმულები, მისი საარჩევნო პროგრამა,რომელშიც ყოველი სიტყვა სიღრმიდან მოდის, გაჯერებული სამშობლოს, მოყვასის ტკივილით და სიყვარულით!

ვინა ვარ მე და რატომ უნდა დამიჯეროთ?! შეგიძლიათ არ დამიჯეროთ და “გადაამოწმოთ”. გადამოწმების ყველაზე რეალური გზაა – “ცბობადმა” მერობის კანდიდატებმა კი არ დააიგნორონ, მათთვის არ არის პრობლემა, რაც ლაშა სტურუასთვის ჯერ-ჯერობით პრობლემაა , უთხრან ჟურნალისტებს, თუნდაც თავიანთი ჩვეული რიტორიკით – ვინაა ეს ლაშა სტურუა დაგვისვით ერთი დებატებში?! ეს ყველაზე მარტივი გზაა, თან კაცთმოყვარეობაზე მიუთითებს და თუ ესეც არ გააკეთეს, გვინდა ასეთი ქალაქის მერი? თუმცა, არანაირად არ ვაკნინებ არც ერთ კანდიდატს, მხარს ვუჭერ ღირსეულ,ჯანსაღ კონკურენციას კონკურენციას!

გარდა ზემოთთქულისა, კიდევ უამრავი არგუმენტები მაქვს – რატომ უნდა ავირჩიოთ ქალაქის მერად – ლაშა სტურუა.

მზად ვარ ოპონენტებისგან მოვისმინო არგუმენტები – რატომ არ უნდა ავირჩიოთ ქალაქის მერად -ლაშა სტურუა?!