ოქრიაშვილი: ივანიშვილისგან იყო ზეწოლის მცდელობა…

უმრავლესობის წევრის, კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში შეხვედრაზე, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობდნენ, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან საკითხის მოწინააღმდეგე დეპუტატებზე ზეწოლის მცდელობა იყო. ოქრიაშვილის კომენტარს “ტაბულა” ავრცელებს.

კახაბერ ოქრიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით დიმიტრი ხუნდაძეზე “წავიდა მთელი აგრესია”.

“ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც არ უჭერს მხარს. დღეს უმრავლესობის შეკრებაზე იყო მცდელობა ზეწოლის ამ დეპუტატებზე, პარტიის თავმჯდომარის მხრიდან. მაგალითად, დიტო ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, იმ მუქარით, რომ გარიცხავდნენ კიდევაც, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. სხვა დეპუტატები რას იზამენ, მე არ ვიცი. [ბიძინა ივანიშვილმა ბიძინა ივანიშვილი] პირადად, დატუქსასავით, სიცილით. ბოდიში, რომ ეს სიტყვა ვიხმარე. დღეს დებატები გაგრძელდება, ჩემი პოზიცია უცვლელია. როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ, უფრო სწორად მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის სისტემაზე”, – თქვა ოქრიაშვილმა.

თავად ოქრიაშვილი ამბობს, რომ პროპორციულ სისტემაზე კანონპროექტის მიღების შემთხვევში, ის უმრავლესობას არ დატოვებს. “ჩემი პოზიცია მაქვს და ამ უმრავლესობაში მაქვს საშუალება, არის ზეწოლა თუ არ არის, ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო”, – თქვა კახაბერ ოქრიაშვილმა.