“ქილიკის საშუალებას ნუ მივცემთ ამ ხალხს…”

ნუკრი ქანთარია  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი

“საქმე იმაშია, რომ ეს წუთისოფელი ისეა მოწყობილი, რომ არაფერი იდეალური არ არის, ნებისმიერი გაცნობიერებული ადამიანი ერთ სისტემასაც და მეორესაც ისე გააშავებს, რომ საერთოდ აღარ მოგინდება არჩევნები. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და ესეც უნდა გავიაროთ იმიტომ, რომ თუ ჩვენ ამას ახლა არ გავაკეთებთ, მუდმივად იქნება ხინჯი იმისა და ისეთი რამეები მიეწერება, რომ ეს იყო გადამრჩენელი და ეს არ ჩავიდინეთ და მივცემთ ჩვენ მტრულ ძალებს სპეკულაციების და ათასი ვიშის და ვაშის ძახილს, მეორეს მხრივ ისეც ნუ გავაკეთებთ და ისე ნუ გავასაცოდავებთ ამ თემას, რომ კვლავ მივცეთ საშუალება, მტრულ ძალებს თქმისა, რომ აი ეს გამოვგლიჯეთ, თორემ არ უნდოდათ, მათი გაბედულების შედეგი კი არ არის და ქვეყნის ზრუნვის, არამედ ჩვენ ახლა წავართვით, ამის ქილიკის საშუალებას ნუ მივცემთ ამ ხალხს.

ჩვენ ბევრი რამე გავიარეთ, ამ დარბაზში ისიც კი გავიარეთ, რომ არჩევნები არ იყო საერთოდ და იჯდა რამდენიმე მეჩაიე, მეტალურგი, კოლმეურნე, პროფესორი და ძალიან მშვიდად მიდიოდა საქმე და ნუ მოანატრებთ ხალხს, სწორედ იმ პერიოდს, რომელიც მართლა არაა მოსანატრებელი. ეს გადაწყვეტილება რაც ვთქვით შევასრულოთ. როცა უკვე ჰოპ თქვი და გადავხტი, ჰაერში უკან მობრუნება არ გამოდის,” – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.