“მომავლის გზა” სამართალს ეძებს – ,,ზოგჯერ ქველმოქმედებაზეც კი გულს გიცრუებენ!!!”

უბრიკა

თქვენი სათქმელი

დავით კინწურაშვილი

საქველმოქმედო ფონდი “მომავლის გზა”

-სად არის სამართალი ყოველივე ამის შემდეგ!!!

ორი დღის წინ გამოვაქვეყნეთ ინფორმაციული განცხადება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისის შესახებ და დავასათაურეთ
,,ზოგჯერ სიკეთის კეთებაზე და ქველმოქმედებაზეც კი გულს გიცრუებენ!!!”
წუთი და წამი არ დაუკარგიათ და სასწრაფო წესით წერილი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგენიათ და დღეს ოფიციალურად მოგვიტანეს!!!
ეს ხდება საქართველოში წყლის ქვეყანაში… რომ მზურუნველობამოკლებული ბავშვების ზრუნვაზე და მათთვის მოხმარებულ წყალზე გედავება კომპანია ეს ყოვერლგვარ ლოგიკას მოკლებულია… რა სამართალი დავარღვიეთ ეს ნამდვილად არ ვიცი და კანონში როდის ჩაიწერა მზრუნველობამოკლებული ბავშვებზე ზრუნვა, მშიერი ბავშვების და დაუძლურებული ოჯახების კვებისთვის წყლის მოხმარება დასჯადია პირვალად ვისმენ ამ კომპანიისგან. ან საქველმოქმედოდ ყვავილების გამოფენა გაყიდვა რომ აგრძალულია რომელიც მოვაწყვეთ იმისთვის რომ ბავშვებს საახალწლო სურვილები აუსრულოთ… კითხვაზე პასუხი არ მაქვს უბრალოდ სად ვცხოვრობთ…..ნაცვლად იმისა რომ გვეხმარებოდეს!!!

ეს ის წერილია რომელიც აქ გამოვაქვეყნეთ ორი დღის წინ!

ფონდი “მომავლის გზა” დ.კლდიაშვილის ქუჩაზე ხუთი წლის წინ დასახლდა. სანამ ჩვენს მფლობელობაში გადმოვიდოდა ერთ-ერთი ამ ქუჩის იტალიური ეზო – საშინელი სანახავი გარემო, ძველისძველი, ნახევრად დანგრეული სახლები და ქვაღორღიანი ეზო… პირველად როცა ამ ეზოში ფეხი შევდგით საშინელი შიში დაგვეუფლა და ვიფიქრეთ – აქედან რა უნდა გამოვიდეს, აქ ბავშვები როგორ შემოვიყვანოთთქო…  თუმცა, უდიდესი ძალისხმევა გახდა საჭირო დღე და ღამე გაერთიანდა შრომაში… შედეგი იქამდე მივიდა, რომ დღეს მთელი ქალაქის მასშტაბით მოდიან მოქალაქეები და ტურისტები ჩვენს წალკოტად ქცეულ ეზოში. იღებენ სურათებს, გვლოცავენ და ამაყობენ ჩვენი ძალიხსმევით მზრუნველობამოკლებული ბავშვები თავს ბედნიერად გრძნობენ ასეთ გარემოში და აქაურობა ავიწყებთ იმ მძიმე პირობებს, რაც მათ გამოვლილი აქვთ…
დღეს გვქონდა ყვავილების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, რომლის შემოსავალი ბავშვების სურვილებს უნდა მოხმარდეს, მაგრამ დილა ცუდი ამბით დაიწყო:
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” წარმომადგენელი როგორც თავად გაგვეცნო შემოვარდა და გამოთქვა პრეტენზია იმაზე, რომ ეზოში ბევრი ყვავილებია და შესაბამისად ამას ბევრი წყალი სჭირდებოდა!!! განმარტა, რომ მრიცხველი უნდა დააყენონ, კომერციულ ტარიფზე უნდა გადაგვიყვანოს, და სემეკ-მა უნდა დაგვაჯარიმოს აქამდე მოხმარებული წყლის გამო!!!! ვერ ვხდებით ლოგიკა სადაა… ჩვენ ვუთხარით რომ აქ არის მზრუნველობამოკლებული ათეულობით ბავშვი, სადაც იკვებებიან, სწავლობენ, შრომობენ, ყვავილებს უვლიან და ვამზადებთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, უფრო გამკაცრად განაცხადა, რომ დაგვაჯარიმებენ და კომერციული ტარიფი უნდა დაგვიწესონ….
არადა აღსანიშნავია რომ როცა მომავლის გზა ჩუღურეთის რაიონში დაფუძვნდა კომპანიის ჩუღურეთის ხელმძვანელობას შევხდით და გავაცანით ფონდის საქმიანობა და მათ დიდი მზაობა გამოთქვეს მხარდაჭერის და გვერდში დგომის, მიესალმნენ ჩვენს საქმიანობას და დიდი პატივისცემით გამოგვაცილეს კაბინეტიდან, ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი რომ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”კომპანიის თანამშრომლები არაერთელ ყოფილან სტუმრად მომავლის გზაში და დახმარება გაუწევიათ ბავშვებისთვის, ჩვენთვის…. რაზედაც ყოველთვის მადლიერი ვიყავით. ამ ბატონების ვიზიტი მომავლის გზაში დამაზიანებელია თავად შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”იმიჯისთვის ესენი თავხედურად შემოვარდნენ ბავსვთა დაწესებულებაში შეაშინეს თანამშრომელი დაემუქრნენ ხელმძღვანელს და დაუკითხავად შევარდნენ ოთახებში დაიწყეს ფოტოსურათების გადაღება და სველი წერტილების ძებნა… ასეთი რამ გვახსენედება ძველი დროიდან როცა ეგრეთწოდებული ობეხე უვარდებოდა ორგანიზაციებს რომელ ქვეყანაში ხდება ასე – აკეთო სიკეთე, გამოკვებო მშიერი და დაუცველი ბავშვები, გაალამაზო ეზო ისე, რომ მაგალითი მისცე თითოეულ მაცხოვრებელს იმისა, რომ საკუთარი მიდამოში მცენარეები დარგონ და ყოველივე ამისთვის ჯარიმაზე გესაუბრონ და კომერციული ტარიფი მოგთხოვონ.
როგორ უნდა იყო მოტივირებული და გქონდეს სურვილი ქველმოქმედების და სიკეთის კეთების ასეთ პირობებში ნაცვლად იმასა, რომ ხელი შეგიწყონ, შემოწირულობისგან მიღებული მზრუნველობამოკლებული ბავშვების კვებისთვის გათვლილი თანხიდან რაც შეიძლება მეტი ჩამოგაჭრან და ჯარიმით დაგემუქრონ….. ღიად ვეკითხებით შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ხელმძღვანელობას რა დავარქვათ თქვენი წარმომადგენლის ვიზიტს ჩვენს თავშესაფარში?.. ასე გაგიჭირდათ, რომ ჩვენაირ ორგანიზაციებს შემოუაროთ და მოგებაზე იფიქროთ. განა რამდენი წყალი უნდა დაიხარჯოს, რომ თქვენს შემოსავლებს დაეტყოს…. შეფასება საზოგადეობისთვის მიგვინდია…. აქვე ვდებთ რამოდენიმე სურათს რა იყო ჩვენამდე და აქაურობა დღეს როგორია…. უახლოს დღეებში სრულ ფოტო-ალბომს გამოვაქვეყნებთ წარსულს და ამჟამინდელს…. ისეთი კომპანიები , რომელიც ქველმოქმედებაშიც ფულის მოგებაზე ცდილობენ საზოგადოებამ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახელმწიფომ და მედიის წარმომადგენლებმა უნდა იკითხონ – არის თუ არა ეს სამარცხვინო საქციელი?…
საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა. წავიდა უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, წავიდა იმიტომ, რომ ვერ გაუძლო ქვეყანაში არსებულ ბიუროკრატიულ უსამართლობას და ვინც აქ ვართ, ვისაც ჯერ კიდევ შეგვწევს ძალა დავეხმაროთ უკუდურეს გაჭირვებაში მყოფ ბავშვებს და მათ ოჯახებს – გვიჭრიან გზას, რომ სიკეთე და ქველმოქმედება ვაკეთოთ. თქვენგან თანადგომა უფრო დასაფასებელი იქნებოდა, ვიდრე ონკანზე მრიცხველის დაყენება და წყლის ტარიფის გაძვირება… ნუთუ მრიცხველიანი ონკანიდან წამოსულ წყალს უნდა გაატანოთ ჰუმანურობა, ადამიანობა და გაჭირვებული ადამიანის თანადგომის სურვილი?…

დიდი იმედი გვაქვს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის”ადმინისტრაცია საყვედურს გამოუცხადებს თავხედ თანამშრომლებს….