ქართველთა მარში აღარ გაიმართება

“ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, მარში აღარ გაიმართება.

“პატრიარქმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა. ბევრ ჩვენს თანამებრძოლს ვუთხარით, რომ დარჩნენ სახლში, ხოლო საზოგადოების რაღაც ნაწილთან, რომელიც შეკრებილია, მივალთ მათთან და გადავცემთ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას. ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები, ჩვენთვის მნიშვნელოვანია პატრიარქის სიტყვა. ბოკერია და მისი ბანდა არიან სატანის მსახურები, მათთვის შეიძლება, ეს არ არის მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია”- განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.