რომან რურუას წიგნის წარდგენის გრაფიკი

ქართული ერთობის დარბაზი განაგრძობს რომან რურუას ახალი წიგნის “მინდა ვიცხოვრო ბედნიერებით სავსე სამშობლოში” წარდგენას.

დღეს,25 ივლისს,19.00 საათზე ამ წიგნის წარდგენა მოხდება სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.

26 ივლისს, 15.00 საათზე , ზუგდიდში, სამხატვრო გალერეაში,ქალაქის ბიბლუოთეკების ქსელი აწყობს წიგნის წარდგენას.

26 ივლისს, 19.00 საათზე , წიგნის წარდგენა მოეწყობა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში.

28 ივლისს წიგნს ბათუმში წარადგენენ.

4 აგვისტოს, ამ წიგნში წამოჭრილი პრობლემები განხილვის საგნად იქცევა მეცნიერთა საინიციატივო ჯგუფის კონგრესის სესიაზე,რომელიც 17.00 საათზე დაიწყება ქორთიართ მარიოტში.

წიგნის ელექტრონული ვერსია დაიდება საქართველოს პარლამენტის პარლანენტის ბიბლიოთეკის ვებ გვერდზე.

წიგნის ნახვა უკვე შეიძლება თბილისის,ქუთაისის,ბათუმის,ზუგდიდის, გორის ,ფოთის,სამტრედიის, სენაკის,ქობულეთის,ზესტაფონის,წალენჯიხის,ჩხოროწყუს სათაო ბიბლიოთეკებში.

დეტალური პროგრამა გამოქვეყნდება უახლოეს დღეებში.