იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები და ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი!“

„ჩვენ მივიღეთ ქალაქისთვის კიდევ ერთი ძალიან სასიკეთო და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება – იზრდება ვაკის პარკის ტერიტორიული საზღვრები! კერძოდ, პარკს უერთდება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია და მთლიანი ფართობი ექცევა 1 საკადასტრო კოდის ქვეშ! რაც მთავარია –  მთელ ამ სივრცეს ენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი!“ – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიას დღეს თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მიაწოდა.

მისი განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ვაკის პარკის ფართობი 18 ჰა-ს შეადგენს და კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის შეერთების შემდეგ, პარკის საზღვრები 34 ჰა-მდე გაიზრდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ქალაქს შეემატება კიდევ ერთი დაცული რეკრეაციული ზონა, რომელსაც მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.

თბილისის მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ნარმანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის  ნაწილი ქალაქს უბრუნდება. საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე. თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრესთანრთული მოლაპარაკებებიმიმდინარეობდა და საბოლოოს, საკითხი ქალაქისთვის სასიკეთოდ გადაწყდა.