დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი ქალაქს უბრუნდება

თბილისის მერიაში გამართულ ბრიფინგზე დავით ნარმანიამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჟღერა. კერძოდ, თბილისის მერის განცხადებით, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის  ნაწილი ქალაქს უბრუნდება. საუბარია 10 000 მ² მიწის ნაკვეთზე. თბილისის მერის თქმით, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კერძო მესაკუთრესთან რთული მოლაპარაკებებიმიმდინარეობდა და საბოლოოდ, საკითხი ქალაქისთვის სასიკეთოდ გადაწყდა.

აღსანიშნავია რომ, გარდა დიღმის ტყე პარკისა, საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, თბილისის მერიამ წლების განმავლობაში უკანონოდ გასხვისებული არაერთი ტერიტორია დაუბრუნა ქალაქს საზოგადოებრივი სივრცის სახით, ჯამში – 9 489 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი, მათ შორის: სკვერი ყაზბეგის გამზირზე, ტერიტორია შავი ზღვისა და აწყურის ქუჩების გადაკვეთაზე (განხორციელდა ბენზინგასამართი სადგურის დემონტაჟი და მოეწყო სკვერი), და სხვ.