ოთარ კახიძე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დღეს დაიბარეს

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე მარჯანიშვილის აქციაზე იარაღით მისვლის ფაქტზე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დღეს დაიბარეს. პროცესი 13:00-ზეა ჩანიშნული.

სწორედ ამ პროცესზე გაირკვევა რა სახის სანქცია დაეკისრება დეპუტატს, რომელსაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 2 მუხლის დარღვევას ედავებიან ,რაც სიტყვიერ გაფრთხილებას ან 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

დაკითხვის შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. ამასთან კობახიძემ აღნიშნა, რომ პოლიციამ პროფესიონალურად იმუშავა და შეადგინა ოქმი.