“ადგილი აქვს პოლიტიკურ დაკვეთას, ირაკლი ლატარიას აქეზებენ…”

ირაკლი ლატარიასა და გიორგი ლამაიას შორის კონფლიქტს ირმა ინაშვილი ეხმიანება.

-მთელი ღამის განმავლობაში მოთმინებით ვკითხულობდი ჩვენი პარტიის ანალიტიკური პროექტის ყოფილი თანამშრომლის ( ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, ვიდრე პროექტი დაიხურებოდა) ირაკლი ლატარიას კომენტარებს. მეგონა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მქონდა ნანახი და მოსმენილი… მეგონა, რომ წლების მანძილზე გადატანილი უამრავი ცილისწამების შემდეგ, ვეღარაფერი გამაკვირვებდა და მატკენდა გულს, მაგრამ ეს ყველაფერი გუშინდელ დღემდე მეგონა… ჩემთვის სრულიად აუხსნელი და გაუგებარია, თუ ლატარიას ვინმე შვილის მოკვლით ემუქრებოდა…. თუ ემუქრებოდნენ გაუპატიურებით… მეუღლის სიცოცხლის ხელყოფით…კიდევ ათასი უბედურებით, რაც უსინდისო ცილისწამებაა… ამ 9 თვის განმავლობაში ეს მე მაინც რატომ არ მითხრა… მე ხომ საკუთარი შვილის ნათლიობა მანდო?!… ამ შვილის უსაფრთხოება რატომ ვეღარ მანდო, როგორც ქალს… როგორც ორი შვილის დედას… როგორც მის მეჯვარეს… როგორც მისი შვილის მომავალ ნათლიას?!… რა გულმა მოუთმინა, რომ ყველა მისმა მეგობარმა იცოდა, თურმე, რომ შიშში ცხოვრობდა და ეს შიში მე არ გამანდო?! ეს ერთი, მთავარი კითხვა, რაც მე მაწუხებს და მაფიქრებინებს:
1. ირაკლი ლატარია არაა დამოუკიდებელი ამ ქმედებაში. ადგილი აქვს პოლიტიკურ დაკვეთას. ირაკლი ლატარიას აქეზებენ და აქეზებს ხელისუფლების რომელიღაცა ქვედა რგოლი, რომელიც არაა ჭკვიანი.
2. მუქარასთან, მისი ოჯახის ფიზიკურ განადგურებასთან დაკავშირებული განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ვიმეორებ, სრულიად გამორიცხულია ჩვენგან, ირაკლი ლატარია, რომელსაც კარგად ვიცნობ, ამ წუთებში არ ტოვებს ფსიქიკურად გაწონასწორებული ადამიანის შთაბეჭდილებას.
მე ვპირდები ლატარიას, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ჩვენგან არასდროს დაემუქრება და არც დამუქრებია… და მე ვიქნები პირველი, ვინც მას და მის ოჯახს დაიცავს. ამასთან, მე ვპირდები ირაკლი ლატარიას, რომ აქტიურად ვიმოქმედებთ სამართლებრივად, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან… ჩვენი მხრიდანაც მივმართავთ პროკურატურას.

სწორედ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ.

P.S. გუშინ სოციალურ ქსელში დაიდო ირაკლი ლატარიას უცნაური პოსტი, რომ მას საუკეთესო ძმაკაცები ჰყავს და ყველა სხვა ადამიანის ძმაკაცი უცენზურო სიტყვით იყო მოხსენიებული. ეს პოსტი ირაკლიმ მოგვიანებით წაშალა და ამ არც თუ ადეკვატური პოსტის შემდეგ, დაიწყო კომენტარების წერა, რომ მას და მის ოჯახს 9 თვის მანძილზე სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. ეს არ ჰგავს ირაკლი ლატარიას. ეს არ ჰგავს მოცემულობას, რომ ის მარტო მოქმედებს…ეს არ ჰგავს ზნეობრივ საქციელს, თუნდაც იმიტომ, რომ… ვიდრე ასეთი პოსტის გამოქვეყნებას გადაწყვეტდა, თავისუფლად შეეძლო ჩემთვის ეთქვა, რომ N- დანაშაულის დაფარვას აღარ აპირებს… პირდაპირ სოციალური ქსელიდან რომ არ დამლაპარაკებოდა.

და ბოლოს, ვინც ლომიასა და მერაბიშვილის რაღაცა გაუგებარ კავშირზე ლაპარაკობთ, ყველას მოგიწოდებთ სინდისს მოუხმოთ. არავითარი კავშირი ლომიას მერაბიშვილთან არ ჰქონია. სწორედ ლომიას წყალობით ზის მერაბიშვილი იქ, სადაც ახლა ზის…-წერს ინაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი თანამშრომელი ირაკლი ლატარია პარტიის ლიდერს გიორგი ლომიას ფიზიკურ შეურაცხოფაში ადანაშაულებს.

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%9a-%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%9a%e1%83%a1-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a2/

ლატარიას განცხადებას გამოეხმაურა გიორგი ლომია და ყოფილ თანაგუნდელს ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა..

„ჩვენი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, აქ უთანხმოება ხელისუფლებასთან გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ დღეს გამოცოცხლდნენ ის ძალები, რომელსაც მართავს ხელისუფლება, მაგრამ ასეთი ბინძური კამპანია ხვალ-ზეგ დამთავრდება. ვგავარ იმ ადამიანს, რომ გავიტაცო ვინმე მიზეზების გარეშე? არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ ადამიანი გაიტაცო და შეეშინდეს პოლიციაში წასვლის. აღარაა 90-იანი წლები”, – ამბობს გიორგი ლომია და ყოფილ თანაგუნდელს ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში ჩივილით დაემუქრა..

ირაკლი ლატარია კი აცხადებს:

-ქალაქ თბილისის პროკურატურაში დამიბარეს დაკითხვაზე. საღამოს, როდესაც შედარებით დავწყნარდები, ჩავრთავ live ს და ყველაფერს დეტალურად მოგიყვებით.

ჩემს აგენტობაზეც გაგცემთ პასუხს მავანსს.