ღოღობერიძემ საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა

ბათუმში მასობრივი არეულობის ორგანიზებისთვის დაკავებული პირების მერაბ ღოღბერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას სასართლო პროცესი დღესაც გადაიდო. სხდომათა დარბაზში არ გამოცხადდა ბრალდებული მერაბ ღოღობერიძე. დარბაზში მხოლოდ ირაკლი ჩხვირკია შემოიყვანეს.

მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაცხადა, რომ მერაბ ღოღობერიძეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა და საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვა. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ღოღობერიძე შეგნებულად ცდილობს საქმის გაჭიანურებას და ადგილი აქვს სიმულაციას. ბრალდებას უარყოფს ღოღობერიძის ადვოკატი. პაატა შავაძე სამედინო ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.

მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და პროცესი 7 აგვისტომდე გადადო. როგორც მოსამართლემ განმარტა, პროცესები შესაძლებელია საავადმოფოში გაგრძელდეს, თუკი ბრალდებულს ოპერაცია დასჭირდა.

მერაბ ღოღობერიძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით პროცესზე ორჯერ არ გამოცხადდა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია მათ სასამართლოს წინა სხდომაზე ვერ წარუდგინეს.