უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიზეზებს ასახელებს

მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ოფიციალურად დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაციამ. როგორც  „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, სააკაშვილს მოქალაქეობის საკითხების შესახებ კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე ჩამოართვა:

„სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურის წარდგენით, რომელმაც უტყუარი ფაქტები წარადგინა მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას არასწორი ინფორმაციის მოწოდების შესახებ, მოქალაქეობის საკითხის შესახებ კომისიამ გადაწყვიტა მხარი დაეჭირა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას და პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართა შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღო. პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული განკარგულება არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.