ასეთი ცხელი ივლისი ბოლოს 2000 წელს დაფიქსირდა

სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ ასეთი ცხელი ივლისი საქართველოში ბოლოს 2000 წელს დაფიქსირდა. 30 ივლისს მაშინ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 40, 41 და 45 გრადუსი სიცხე დაფიქსირდა.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ წელს არსებული მაღალი ტემპერატურა ანომალია არ არის.

“2000 წლის 30 ივლისს ახალციხეში იყო 40 გრადუსი, 29 ივლისს დედაქალაქში 39,9 გრადუსი, 31 ივლისს 40 გრადუსი იყო თელავში, ქუთაისში 43 გრადუსი, ფოთში კი 45 გრადუსი”, – განაცხადა სინოპტიკოსმა დოდო გვაზავამ.