15 სექტემბრამდე ყველას აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს საკუთარი მონაცემები

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლისკენ მოუწოდა.

“მიუხედავად იმისა, რომ კამპანია აქტიურად არ დაწყებულა, ვუსმენთ პარტიებს და არასმთავრობოებს. ძირითადად რაც აწუხებთ, არის ის, რომ მუნიციპალიტეტებში რაც შეიძლება მალე შემუშავდეს რეგულაციები, სად შეიძლება განთავსდეს პლაკატები და სააგიტაციო მასალა. უკვე გამოვეცით რეკომენდაციები.

მეორე საკითხი არის ის, რომ ცესკო-ს ვებგვერდზე შემოწმდეს, მხარდამჭერს აქვს თუ არა აქტიური პირადობის მოწმობა. რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების რაოდენობა 90 ათასია.

15 სექტემბრამდე ყველას აქვს შესაძლებლობა, გაასწოროს საკუთარი მონაცემები. თებერვლიდან ოქტომბრის ბოლომდე მოქმედებს აქცია – უფასოდ გაიცემა პირადობის მოწმობა. ეს პრობლემა ბევრს აწუხებს. მინდა, ყველა მოქალაქემ პასუხისმგებლობა გამოიჩინოს”- განაცხადა თეა წულუკიანმა უწეყებათშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.