ეგვიპტეში მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს

ამერიკელმა არქეოლოგებმა რადარის საშუალებით ეგვიპტეში აღმოაჩინეს ქალაქი, რომელიც დაახლოებით 3600 წლისაა.

რადარის გადაღებულ სურათებზე მეცნიერებმა დაინახეს სახლები, ქუჩები, გამოქვაბულები.

სამწუხაროდ, ის ტერიტორია, რომლის ქვეშაც აღმოჩნდა ქალაქი, ხალხს ეკუთვნის და ეს მნიშვნელოვნად აფერხებს გამოკვლევებისა და არქეოლოგიური გათხრების წარმოებას

ქალაქის განლაგების შესწავლის შემდეგ ნათელი გახდა, თუ როგორ ცხოვრობდა ხალხი აქ ოთხი საუკუნის წინ.