ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში საპროტესტო აქცია გაიმართა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოსახლეობამ ის გზა გადაკეტა, საიდანაც ჩინური კომპანიის ავტომანქანებს ინერტული მასალა გამოაქვთ. ადგილობრივები კომპანიისაგან გზის მოწესრიგებას, მოხრეშვას მოითხოვენ.
,,ჩინური კომპანია მოსახლეობას გზის მოხრეშვას მართლაც დაჰპირდა. რამდენიმე დღით დააგვიანეს სამუშაოების დაწყება და ხალხმა პროტესტი გამოხატა.

ჩვენ ვესაუბრეთ აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლებს და ისინი დაგვპირდნენ, რომ სამუშაოებს დღეიდან დაიწყებენ. პროცესს თავად გავაკონტროლებ“,- განაცხადა ლანჩხუთის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ.

მოსახლეობამ საპროტესტო აქცია დღეს შეწყვიტა. მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ისინი აქციის კვლავაც გაგრძელებას გეგმავენ.