ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის საკითხის დამუშავება დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს.
როგორც სააგენტო „რბკ“-ს აფხაზური და რუსული წყაროებიდან განუცხადეს, ვიზიტი 8 აგვისტოსთვის იგეგმება. ვიზიტის ფარგლებში ოკუპირებული აფხაზეთის დე- ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან მოლაპარაკებების გამართვა იგეგმება.

დიმიტრი პესკოვს პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ბოლო ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში 2013 წლის აგვისტოში შედგა.