სოხუმის ე.წ. სასამართლომ ზუგდიდელ მამა-შვილს აჩიკო და პაატა როგავებს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა

სოხუმის ე.წ. სასამართლომ რამდენიმე თვის წინ ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით” დაკავებულ ზუგდიდელ მამა-შვილს აჩიკო და პაატა როგავებს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას როგავების ოჯახი ადასტურებს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
მამა-შვილი მიმდინარე წლის 5 აპრილს რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ამ დრომდე მათ ე.წ. წინასწარი პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.