“პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი შეგროვებულ 35 000 ხელმოწერასთან ერთად”

ზვიად ტომარაძე

-პირობა შესრულებულია!

დღეს “საინიციატივო ჯგუფმა” პარლამენტში შევიტანეთ კანონპროექტი შეგროვებულ 35 000 ხელმოწერასთან ერთად, რათა მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რის მიხედვითაც აიკრძალება უცხოელებზე ბინადრობის უფლების “გაყიდვა”.

ყველას დიდი მადლობა ხელმოწერების შეგროვებისთვის!

როდესაც დაინიშნება პარლამენტში კანონპროექტის განხილვის დღე, გაცნობებთ, რათა შევიკრიბოთ და ერთობლივად ვაიძულოთ პარლამენტი მიიღოს ეს კანონი!